შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციას წერილით მიმართეს. სტუდენტები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა საქმის დეტალები პრემიერს პირადად გააცნონ.

კანცელარიაში წერილის შეტანამდე, სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. სტუდენტებმა ადგილზე მერხები და სკამები მოიტანეს, ხოლო შავი ზღვის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა ლექცია სტუდენტების გარეშე ჩაატარა.

აქციის მონაწილეების თქმით, პერფორმანსი გამოხატავს იმ მზაობას, რომელიც სასწავლებელს პირველკურსელების მისაღებად აქვს, თუმცა ამის საშუალებას ხელისუფლება არ აძლევს.