მამუკა ბახტაძე შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხზე - არსებობს პროცედურები და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას
მამუკა ბახტაძე შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხზე - არსებობს პროცედურები და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას

არსებობს პროცედურები და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„განათლების მინისტრი და ზოგადად, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე. მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ეს ჩარჩო უნდა დაიცვან. ჩემთვის, ისევე, როგორც მთავრობისთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი და ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ერთი წლით სტუდენტების მიღება აეკრძალა, რასაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აპროტესტებს.