IBSU-ს საჩივარი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს საჩივრით მიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

უმაღლესის სასწავლებელი ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ხელახლა განხილვას ითხოვს. ამ გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების პროცესი ერთი წლით შეუჩერდა.

უნივერსიტეტის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება.