შეხვედრა შავი ზღვის უნივერსიტეტში 

შავი ზღვის უნივერსიტეტის გარშემო განვითარებული მოვლენები ქვეყანაში არსებულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ევროპარლამენტარმა, ანა გომესმა განუცხადა. ევროპარლამენტარი შავი ზღვის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს შავი ზღვის უნივერსიტეტს განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ ერთი წლით სტუდენტების მიღება შეუზღუდა. ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება.