„იბერიას“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სახელფასო დავალიანების ნაწილი ჩაერიცხათ
„იბერიას“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სახელფასო დავალიანების ნაწილი ჩაერიცხათ. მათი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 50 პროცენტზე.
რეორგანიზაცია ტელეკომპანია „იბერიაში“დილით გამოცხადდა. თანამშრომლების ინფორმაციით, დაიხურა საინფორმაციო გამოშვება. გადაწყვეტილების შესახებ კი მათ დილით გამართულ თათბირზე გაიგეს.
ადგილზე იმყოფებოდა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე.
რეორგანიზაციის მიზეზებს გამოეხმაურა არხის ხელმძღვანელობა.