გაერთიანებული პროფკავშირების გადაწყვეტილება

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

გაერთიანების გამგეობის წევრებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ იზიარებენ პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განწყობას და აცხადებენ, რომ რევანშისტული ძალის დაბრუნების შემთხვევაში, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა მოისპობა.