აქცია დედოფლისწყაროში

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა 11-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიის მხრიდან იყო დაპირება, რომ რეზერვუარებში არსებული ნავთობის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხიდან დაიფარებოდა სახელფასო დავალიანება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ბაზიდან ნავთობის დიდი რაოდენობა უკვე გაიტანა, თუმცა, თანამშრომლებისთვის ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხდია.

კომპანიას საკუთარი თანამშრომლებისთვის ჯამში ერთი მილიონი ლარი აქვს გადასახდელი. კომპანიის მენეჯერი კი აცხადებს, რომ ხელფასებს ნავთობის მოპოვების განახლების შემდეგ გადაიხდიან, თუმცა თარიღს ვერ ასახელებს.