„იბერიას“ ყოფილი თანამშრომლების განცხადება

ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილ თანამშრომლებს ტელეკომპანიის მფლობელებთან კითხვები აქვთ.

ჟურნალისტებმა და საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, გაუჩნდათ ეჭვი, რომ ტელეკომპანია დამფუძნებლებმა საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენეს.

საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თანამშრომლებზე კომპენსაციის გაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ვახო ხუზმიაშვილის თქმით, მიმდინარეობს სასამართლო დავაც.

ჟურნალისტების ინტერესებს პროფკავშირები და საია იცავს.