ექიმების პროტესტი

„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციას მოითხოვენ.

ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მედ-პერსონალს ხელფასი უკვე 7 თევა არ აუღია. კლინიკა კი 1977 წელს აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. შენობა ავარიულია. ცხრა სართულზე მხოლოდ რამდენიმე ფლიგელია გარემონტებული. სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობის გამო ჰოსპიტალში პაციენტების ნაკლებობაა. დღეს კლინიკაში მხოლოდ მხოლოდ 12 პაციენტი მკურნალობს. ონკოლოგიური კლინიკა სახელმწიფოს ბალანსზეა და მას საპარტნიორო ფონდი მართავს. ფონდში აცხადებენ, რომ საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად  ჯანდაცვის სამინისტროსთნ ერთად მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელ ინვესტორთან. შემუშავებულია პროექტი, რომლის თანახმადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მრავალპროფილური კლინიკა შეიქმნება და ონკოლოგიური საავადმყოფოსა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მთლიანად გადავა ამ შენობაში. თუმცა როდის ამოქმედდება პროექტი და ნამდვილად შესრულდება თუ არა ის, საინვესტიციო ფონდში ვერ აკონკრეტებენ. რაც შეეხება სახელფასო დავალაინებას, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კლინიკას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ეტაპზე სააგენტოს კლინიკის მიმართ დავალიანება არ აქვს.