„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლების პროტესტი

მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები. ისინი  სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვენ. უკვე 6 თვეა მათ ანაზღაურება არ მიუღიათ.  თანამშრომლები ამბობენ, რომ  ქარხანა ამ დროისთვის ნაწილობრივ ფუნქციონირებს და ყველა თანამშრომლის დასაქმებას ვერ უზრუნველყოფს.