იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელობასა და საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება. რეორგანიზაციის შედეგად 87 ადამიანი დეკემბრის დასაწყისში სამსახურის გარეშე დარჩა. გადაწყვეტილების მიზეზად პაციენტების რაოდენობის შემცირება სახელდება, რაც გათავისუფლებული მედ-პერსონალისთვის არადამაჯერებელი არგუმენტია. დათხოვნილი თანამშრომლების საქმის შესწავლას სახალხო დამცველიც იწყებს.
მხარეთა გასხვავებული პოზიციები მარიამ სეთურიძემ მოისმინა.