კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში  

კრიტიკულად მძიმეა სამი მოზარდის მდგომარეობა, რომლებიც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში რჩებიან. მათ შორის ერთი თვის ჩვილია, რომელიც მეათე დღეა, მართვით სუნთქვაზეა. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე 25 ბავშვია. მედიკოსების განცხადებით, ინფიცირება ძირითადად მშობლებისგან ხდება.