რეორგანიზაციის პირველი ეტაპი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 102 თანამშრომლიდან, ბიუჯეტის პროექტით 60 უნდა დარჩეს. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, შეთავაზებას მიიღებს ყველა თანამშრომელი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას დააკმაყოფილებს.

15 თებერვლიდან კი დაიწყება მეორე ეტაპი. ვინც ვერ დააკმაყოფილებს ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას, მათი მონაცემები გადავა საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო ეცდება მათთვის შესაბამისი და მისაღები სამუშაო ადგილები მოიძიოს. თუ ამ შემთხვევაშიც არ მოხდება მათთვის მისაღები პირობების შექმნა, ისინი სამი თვის ხელფასს წინასწარ მიიღებენ.