„ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის დადასტურების შემდეგ, რამდენიმე ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში „ომიკრონით“ ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს. მოზარდს თანმხლები დაავადება აღენიშნება, თუმცა, ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქია. კლინიკას სულ 100-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავს. სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.