რეორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, უწყებაში რეორგანიზაცია გამოაცხადა. რეორგანიზაციას მინისტრის 24 ივლისით დათარიღებული ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში უკვე შევიდა. ბრძანების თანახმად, რეორგანიზაცია ცხადდება სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის  მიზნით და მას შესაძლოა, მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.