ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბაჩანა შენგელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ზუგდიდის ნომერ მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის სარჩელი სკოლის შესახებ დაწერილ ინსპექტირების დასკვნას და ასევე განათლების მინისტრის ბრძანებას ეხებოდა, რომლის საფუძველზეც ია კერზაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ბაჩანა შენგელია ითხოვდა, რომ შესწავლილი ყოფილიყო, – იკვეთება თუ არა მომხდარში დისკრიმინაციის ნიშნები. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და მორალური ზიანის სიმბოლური ანაზღაურების ნაწილში კი, სარჩელი განსახილველად სამოქალაქო კოლეგიას გადაეცა.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მოსარჩელე. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ის მუშაობას უკვე სტრასბურგის მიმართულებით გააგრძელებს.