ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილს, გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ. ბაჩანა შენგელია გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ია კერზაიას შვილს იმედი აქვს, რომ გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე, გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად, სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. საქმის შეესწავლა უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.