ბაჩანა შენგელიას განცხადება

“დაისაჯონ დამნაშავეები”, “ჩატარდეს ობიექტური გამოძიება”, “სკოლა პოლიტიკის გარეშე” – ამ მოწოდებებით და ლოზუნგებით ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას ოჯახის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნა განათლების სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების დასჯაა, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ.