საპარლამენტო უმცირესობა განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

საქმე ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს.

მინისტრთან ერთად დეპუტატები განათლების სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.

მოთხოვნას უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.