ია კერზაიას საქმე

ია კერზაიას საქმეზე გამოძიების შეწყვეტას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებამ პროცესები ისე უნდა წარმართოს, რომ ია კერზაიას ოჯახის წევრებს უსამართლობის განცდა არ დარჩეთ. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმანსა და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ, დანაშაულის არარსებობის მოტივით, კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.