ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პროკურატურაში იმყოფება.
უწყებას ის განათლების მინისტრისა და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ გამოძიების დაწყებას სთხოვს. შენგელია მინისტრს და მის წარმომადგენლებს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება, ის ასევე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევაზე და ცალკეული დოკუმენტების, მათ შორის საქმეში არსებული ყალბი ანონიმური წერილის არსებობაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის შედეგად დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა, მანამდე სკოლაში განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის შემოწმება დაიწყო.