გენერალური პროკურატურის განცხადება ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს გენერალური პროკურატურა. პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურსცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება. ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზისა და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.