GWP-ის წარმომადგენლებმა გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს
“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს. აღნიშნულ პროექტში GWP 60 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, პროექტის შედეგად, გარემოზე ზემოქმედება შემცირდება და მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ძირითად სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია “სტრაბაგი” ახორციელებს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოპერირებს და 200-მდე სპეციალისტია დასაქმებული.