GWP - მოლოდინი იყო უფრო მეტი, ვიდრე ეს გაიანგარიშა კომისიამ
GWP - მოლოდინი იყო უფრო მეტი, ვიდრე ეს გაიანგარიშა კომისიამ

წყალზე ტარიფის კიდევ უფრო მეტად გაზრდას ითხოვდა GWP. კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორის პირველი მოადგილის განცხადებით, მათ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდათ.

“შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ მომდევნო სატარიფო პერიოდზე 2018-2020 წლებისათვის ჩვენი მოლოდინები მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით იყო უფრო მეტი, ვიდრე ეს გაიანგარიშა კომისიამ. კომპანია კვლავინდებურად, წარმატებით შეასრულებს თავისუფალ გეგმებს”, – განაცხადა GWP-ს ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ. 


კომპანია GWP-ის მოთხოვნა ს არ იზიარებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. მისი თქმით, კომპანია მიუხედავად ყველაფერისა, ვალდებული იქნება, მომხმარებელს სათანადო ხარისხის და სათანადო მომსახურების პროდუქტი მიაწოდოს.

“რეალურად კომპანია ამბობს, რომ არსებული ტარიფით შეუძლებელია სათანადო მომსახურების, სათანადო ხარისხის განვითარება, თუმცა სატარიფო საქმიანობის პროცესში, მარეგულირებელი კომისიის აუდიტით დადგინდა, რომ ის ხარჯები, რომელსაც დამატებით მოითხოვდა GWP უნდა ამორიცხულიყო და მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მან დადებითად იმოქმედა მომხმარებელთა ინტერესებზე. შესაბამისად, კომპანია, მიუხედავად ყველაფრისა ვალდებული იქნება მომხმარებელს მიაწოდოს სათანადო ხარისხის და სათანადო მომსახურების პროდუქტი”, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, თბილისში წყალი ძვირდება.