თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა

თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანია GWP აწარმოებდა.

სამაშველო სამუშაოები ერთი საათი მიმდინარეობდა. მუშის ამოყვანა სერიოზული დაზიანებების გარეშე მოხერხდა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პირველადი შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.