GWP-ის განცხადება

ჩუღურეთის რაიონში, მნათობის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.

ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი გვირაბის ქვეშ გადის, რაც სამუშაოების წარმოების პროცესს ართულებს და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს.

ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილით დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 27 დეკემბერს, დილის 08:00 საათიდან, 28 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში:  ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, კახიანის და მიმდებარე ქუჩებს; ჩუღურეთის რაიონში: მნათობის, 9 ძმის, ნორიოს და მიმდებარე ქუჩებს; ისნის რაიონში: ივერთუბნის, სომხეთის, აწყურის და მიმდებარე ქუჩებს;