GWP-ი ტაბახმელას და წავკისის მიმართულებით წყალსადენის ახალ სისტემას აწყობს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ტაბახმელას და წავკისის მიმართულებით წყალსადენის ახალ სისტემას აწყობს.

აღნიშნული ქსელი, როგორც თბილისის ზედა ზონებს – შინდისს, წავკისს და ტაბახმელას, ასევე კრწანისის რაიონში, პრიმერა გოლფის მოედანს 24-საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში, კომპანია, 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ახალ სისტემას მოაწყობს.

დღეს, მიმდინარე სამუშაოები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება.