„ღირსეული პარტნიორი 2018“ – სწავლებაში მონაწილე ბრიტანელი სამხედროები სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ.
ამერიკელი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების შემდეგ, სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მიზნით, საქართველოში ჯარისკაცები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდანაც ჩამოვიდნენ.
პირადი შემადგენლობა საქართველოში უკვე სრული შემადგენლობით იმყოფება და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ემზადება. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო „ღირსეულ პარტნიორში“ 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული. წელს სწავლებაში მონაწილეობას 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ 1 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტომდე გაგრძელდება.