განცხადება თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტრო მედია საშუალებებში უწყების მიერ ჯარისკაცებისთვის შეძენილ ფეხსაცმელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

უწყების განცხადებით, ფეხსაცმელი გერმანული კომპანიის მიერ არის წარმოებული და უმაღლესი ხარისხისაა. სამინისტროში ამბობენ, რომ ხარისხთან დაკავშირებით გავრვცელებული ცრუ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანიის ნაწილია.