ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე

სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე დაკავებულების საქმე. ერთ-ერთი ბრალდებულის, დიმიტრი დევდარიანის განაჩენის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება. პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულ გიორგი ბიჩინაშვილს, მან ნაფიც მსაჯულთა მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი პროცესები ცალკე წარმოებად გაგრძელდება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით, ათეულობით საათის განმავლობაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე.