17 წლიანი სამშვიდობო მისია

32 დაღუპული, ასეულობით დაშავებული – 17-წლიანი სამშვიდობო მისია დასრულდა.

ჯარისკაცები, რომლებიც 2004 წლიდან ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდნენ, დღეს სენაკის ბაზაზე შეკრიბეს. ცხელი წერტილიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა მედლით დაჯილდოვდნენ. 17 წლის განმავლობაში ავღანეთში საქართველოდან 107-როტაცია განხორციელდა. ჩვენი ქვეყანა ნატოს სამშვიდობო მისიაში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობით ალიანსის არა წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო. სენაკში დღეს ის წარმატებული ოპერაციებიც გაიხსენეს, რომლებიც ცხელ წერტილში სწორედ ქართველი სამხედროების მონაწილეობით ჩატარდა. ავღანეთიდან ქართული დანაყოფების გამოსვლის პროცესი დასრულებულია.