ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ ჯარისკაცები ჩაერთვნენ

ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. თამაშში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა. თამაშს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე გაუძღვა. საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

რა? სად? როდის?