რა? სად? როდის?
კვირა, 23:30

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ უკვე 44 წელია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში.

ელიტარული ინტელექტ-კლუბი საქართველოს პირველ არხზე დაბრუნდა და მაყურებელს რიგით მე-17 სეზონს სთავაზობს. ამ მაჩვენებლით ქართული „რა? სად? როდის?“ ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისოდ ლიცენზირებული (სინდიცირებული) პროექტია ქართულენოვან ტელესივრცეში. იმავე ფორმატის პროექტები ეთერში გადის აშშ-ის, უკრაინის, რუსეთის, იტალიის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის, ესტონეთის, თურქეთის, ყაზახეთის ტელეარხებზე.

2019 წლის სეზონში პირველ არხზე დაგეგმილია „რა? სად? როდის?“ თამაშების ორი სერია:
ზაფხულის სერია (მაისი, ივნისი) – ექვსი ეპიზოდი
ზამთრის სერია (ნოემბერი, დეკემბერი) – ექვსი ეპიზოდი

სეზონის თამაშებში მონაწილეობას მიიღებს მოაზროვნეთა ხუთი ელიტარული გუნდი, რომლებიც კაპიტნებმა დრაფტის საფუძველზე შეარჩიეს. ესენია:
• ოთარ საბაშვილის ექვსეული
• დავით სიჭინავას ექვსეული
• დავით რაფავას ექვსეული
• ალექსანდრე ლორთქიფანიძის ექვსეული
• ბაჩანა შენგელიას ექვსეული
ყოველი სერია შედგება ხუთი შესარჩევი და ერთი ფინალური თამაშისგან. ყოველი ფინალის ბოლოს დასახელდება სპეციალური პრიზის – „ბროლის ბუს“ მფლობელი. თუ ფინალს მოიგებენ მოაზროვნეები, „ბროლის ბუ“ მიენიჭება გუნდის უძლიერეს წევრს. ტელემაყურებელთა მოგების შემთხვევაში, „ბროლის ბუ“ საუკეთესო შეკითხვის ავტორს გადაეცემა.

თამაშში შეკითხვის გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ ტელემაყურებელს. ამისათვის საჭიროა მოგვაწოდოთ თქვენი შეკითხვები საფოსტო მისამართზე: თბილისი-14, სააბონენტო ყუთი №5, „რა? სად? როდის?“ ან ელ-ფოსტით: [email protected]

ვიდეო/აუდიო