ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე

ჯარისკაცების გახმაურებული საქმის ახალი გარემოებები: წვევამდელების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლოზე დღეს ერთ-ერთი დაზარალებული წვევამდელის მონაყოლიც მოისმინეს, სადაც დასჯის უკანონო მეთოდებზეა საუბარი. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულებს დაცვის თანამშრომლები მძიმე სპეც-ტანსაცმლით საპირფარეშოების დალაგებას აიძულებდნენ. საუბარია იაღლუჯის ბაზაზე ერთი წლის განმავლობაში მომხდარ ექვს ეპიზოდზე. გამოძიების მტკიცებით, დასჯის მეთოდების გამოყენების მიზეზი აკრძალული მობილური ტელეფონის აღმოჩენა და ჭიდაობა გახდა. პროკურატურამდე საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა, გამოძიება შსს-ს გენერალური ინსპექციის და ომბუდსმენის აპარატის მოკვლევის შედეგების საფუძველზე დაიწყო.