დიდი ბრიტანეთი უკრაინას შეიარაღებას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის გადაცემაზე შეთანხმდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მოსკოვის გაფრთხილების მიუხედავად, ლონდონი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება რუსული საფრთხისგან თავის დასაცავად.

დიდი ბრიტანეთის მთავრობას არ დაუზუსტებია შეიარაღების რაოდენობა, მაგრამ დასავლური მედიის ცნობით, თავდაპირველად სამი ერთეული სარაკეტო სისტემის გაგზავნა იგეგმება. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის მწარმოებელი აშშ-ია.

ბრიტანელი სამხედროები უკრაინელებს სისტემების გამოყენებას უახლოეს რამდენიმე კვირაში შეასწავლიან. ასევე, ცნობილი ხდება, რომ უკრაინას შეიარაღებას გადასცემს შვედეთიც, კერძოდ, „ეი ჯი 90“-ის ტიპის ქვეით საწინააღმდეგო სნაიპერშაშხანებსა და საბრძოლო მასალებს, ასევე დამატებით 5 ათას ერთეულ შვედურ „ეი თი 4“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.