15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე იმედოვნებს, რომ გამოძიებისას სხვა სამართალდამცველების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, რომლებიც მის ძმაზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
10-11 დეკემბერს, დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით, ბექა სირაძემ ოჯახის ადვოკატთან ერთად ისაუბრა.