ფილიპ რიკერის ვიზიტი

თბილისში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ელოდებიან. ფილიპ რიკერის თვითმფრინავი აეროპორტში რამდენიმე საათში დაეშვება. მაღალი რანგის სტუმარი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. გაიმართება მოლაპარაკებები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვიზიტის დღის წესრიგშია შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. მოგვიანებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციაა დაგეგმილი. დღის ბოლოს კი, ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების პროცესი იქნება.

მოამბე

დატოვე კომენტარი