საქართველოს პრემიერის ვიზიტი გერმანიაში

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ფედერაციული რესპუბლიკის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რამდენიმე წუთში ბერლინში უნდა დაიწყოს ირაკლი ღარიბაშვილის და გერმანიის კანცლერის პირისპირ შეხვედრა. ოლაფ შოლცი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს კანცლერის ოფისში ჯერ პირისპირ შეხვდებიან, შემდეგ დაგეგმილია მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში. დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენციაც. მანამდე კი საქართველოს პრემიერს გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა უმასპინძლა.