საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ავსტრიაში

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში იმყოფება ვიზიტით. დისკუსია გაიმართა იქ მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრას სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილმა მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე, ექიმებმა პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც საქართველოში არის დაგეგმილი. შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ახალი მიმართულებების შექმნასა და დაფინანსებას. ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. დაგეგმილია გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია მედიისთვის. შეხვედრები გაიმართება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, ეუთო-ში ქალი ელჩების ჯგუფთან.