ჩოლოიანის საქმე

სააპელაციო სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან დაღუპული ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის ადვოკატები.

უფლებადამცველების განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა. საგამოძიებო უწყებამ კი საქმე არ გამოიძია და ბრალდება მხოლოდ ერთი პირის, ლუკა სირაძის დედის ჩვენების საფუძველზე  წარადგინა. ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენციაზე პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ვიდეო ჩანაწერები წარადგინეს, სადაც მათი თქმით ჩანს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა დედასთან და ადვოკატთან ერთად მშვიდ ვითარებაში გადაადგილდება. გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით სირაძის დაღუპვის მიზეზი გახდა გადმოვარდნა და არა თვითმკვლელობა.

დატოვე კომენტარი