საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა

სამ საათში ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორ ასრულებს ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს, – ერთწლიანი ანგარიში და მზადება მომავალი წევრობისთვის. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ისაუბრებენ ასოცირების შეთანხმების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკურ საკითხებზე.  შემდეგ კი, საქართველოს მთავრობის მეთაურის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მოამბე

დატოვე კომენტარი