უნიკალური გამოცემა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის შესახებ საინტერესო ცნობებს აერთიანებს. მედეა ღამბაშიძის ისტორიას და მის შესახებ საინტერესო ჩანაწერებს ერთ ალბომში მოუყარეს თავი. ფოტოები, პირველი სტუდენტური ბილეთი, მოგონებები, წერილები – გამოცემა გვიყვება ადამიანზე, რომელმაც სამწლიანი სწავლის შემდეგ უნივერსიტეტი და სამშობლო იძულებით დატოვა და ემიგრაციაში წავიდა.
წიგნი-ალბომი აკაკი წერეთლის ნათლულისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებსაც შეიცავს, მათ შორის დღიურებს წერილებსა და დეპეშებს. მედეა ღამბაშიძისადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაცია თსუ-ს პირველ კორპუსში ხვალ გაიმართება.