გამოფენა „ლიტერატურის მუზეუმის მარგალიტები“

უნიკალური ნივთები, ხელნაწერები, ფოტოები, ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები ერთ სივრცეში – ლიტერატურის მუზეუმი ექსპოზიციას მასპინძლობს. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ისეთი ისტორიული ნივთები, რომლებიც ეპოქალურ მოვლენებს აცოცხლებს.

კონცეფციის ავტორებმა გამოფენას „ლიტერატურის მუზეუმის მარგალიტები“ უწოდეს. ასე წარმოუდგენიათ მათ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია მას შემდეგ, რაც მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საქართველოს ისტორიის უნიკალური ნიმუშები ლიტერატურის მუზეუმში 6 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.