გამოფენა „შეხვედრის ადგილი – მთები“

21:54, 16.01.2024

მაღალმთიანი აჭარის ყოველდღიურობას საგამოფენო სივრცეში წარმოადგენენ.

ქართველი და უცხოელი ფოტოხელოვანებისა და მკვლევარების მიერ სხვადასხვა მთიან სოფელში აღბეჭდილი რეალობა, წეს-ჩვეულებები და გარემო საერთო პროექტად იქცა. „შეხვედრის ადგილი – მთები“ – ასე დაერქვა გამოფენას, სადაც დამთვალიერებელი მაღალმთიან აჭარას ფოტოების გარდა ინსტალაციებითაც გაიცნობს.

მსგავსი