თბილისის ფოტოგრაფიის ბიენალე

ფოტოებით გაცოცხლებული მე-19 საუკუნის თბილისი.

დედაქალაქი ფოტოგრაფიის პირველ საერთაშორისო ბიენალეს მასპინძლობს. სამხატვრო აკადემიაში ცნობილი ფოტო-ხელოვანების მიერ ფირზე აღბეჭდილი ცნობილი და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევრებია გამოფენილი. ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი სხვა ექსპოზიციებიც ორი საუკუნის წინანდელ თემატიკას ეძღვნება.

მე-19 საუკუნის თბილისის გარდა წარმოდგენილი ექსპოზიციები ბერლინისა და ვილნიუსის იგივე პერიოდის ურბანულ-ისტორიულ ფოტოგრაფიას აერთიანებს. თბილისის ფოტოგრაფიის პირველი საერთაშორისო ბიენალეში ორი ქვეყანა – გერმანია და ლიეტუვა მოანწილეობენ, გამოფენები კი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

ბიენალე პირველ ივნისამდე გაგრძელდება.