ფოტოგამოფენა „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“  

ფოტოებით გადმოცემული ტრაგიკული მოვლენები.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოწყობილი გამოფენა დამთვალიერებელს 1989 წლის 9 აპრილის სისასტიკეზე უყვება. ექსპოზიცია ქრონოლოგიურად ასახავს იმ პროცესებს, რომლებიც ანტისაბჭოთა აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევას წინ უძღოდა. უნიკალურ ფოტო მასალასთან ერთად წარმოდგენილია ისტორიული წყაროები და მასალებიც, რომლებიც 80-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოების განწყობებს გადმოსცემს. გამოფენაზე ფოტოებით ცოცხლდება ტრაგიკული 9 აპრილის თანმდევი ის პროცესებიც, რომლებიც 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.