„ყვავილების ფესტივალი“

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენას სახელწოდებით „ყვავილების ფესტივალი“ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 55 ხელოვანის სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები. მათი უმეტესობა მძივებისგან, ლენტებისა და თექისგან არის შექმნილი. გამოფენა „საქართველოს მქარგველთა და ხელმარჯვეთა“ ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეცამეტედ ტარდება და მისი მიზანი დარგის პოპულარიზაციაა.