აფხაზი თავადების სახელობის დარბაზი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების – ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების სახელობის დარბაზი გაიხსნა. წარმოდგენილია ჩხოტუების საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომლებიც ესპანეთიდან ჩამოიტანეს.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით პროექტის, „აფხაზური არქივების“ ფარგლებში განხორციელდა.