გამოცდებში ჩაჭრილი პედაგოგები  

3 000-მდე პედაგოგს სკოლიდან დათხოვნა ემუქრება.

გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების ნახევარზე მეტმა მინიმალური ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა. საუბარია საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე, რა დროსაც პედაგოგებმა საკუთარ საგანში კომპეტენცია უნდა დაადასტურონ, რისთვისაც 60%-დან 30%-მდე დაწეული ზღვარია გადასალახი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მათ შანსი ჰქონდათ, რომ კარიერული წინსვლის მომდევნო საფეხურზე გადაენაცვლათ და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოეპოვებინათ. მიღებული შედეგები ნიშნავს, რომ ახალი წლიდან მათთან დროებითი ხელშეკრულებები გაფორმდება და ეტაპობრივი ჩანაცვლება მოხდება. ჩაჭრილი მასწავლებლების ნაწილი ხელისუფლებისგან დახმარებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში დაწინაურების და გამოცდის ჩაბარების ბოლო ვადად 2021 წელი განისაზღვრა.

საგნობრივი კომპეტენციის გამოცდის სისტემა 2011 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ, ანუ პრაქტიკოს პედაგოგს მეორე საფეხურზე გადანაცვლების შანსი ყოველ წელს ჰქონდა.

დატოვე კომენტარი