ოფშკვითის სკოლა საცხოვრებელ სახლში

21:21, 14.12.2025

სკოლა საცხოვრებელ სახლში, კლასები კი – საძინებლებსა და სამზარეულოში. უკვე მესამე წელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოსწავლეები საშუალო განათლებას ასეთ პირობებში იღებენ. 171 მოსწავლე საჯარო სკოლის აშენებას 2022 წლიდან ელოდება, თუმცა გამარჯვებული კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო, მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება ხელახლა გახდა საჭირო, სამშენებლო სამუშაოები კი ჯერაც არ დაწყებულა. ადგილობრივებმა ხელისუფლებისგან პირობა მიიღეს, რომ მომავალ წელს სოფელს ახალი სკოლა ექნება, „განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სასკოლო ინფრასტრუქტურა. გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვცდილობთ. ვგეგმავთ სკოლების მშენებლობის ახალ ტალღას“- განაცხადა მედიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრმა ორი დღის წინ. იქნება თუ არა ამ გეგმის ნაწილი ოფშკვითის საჯარო სკოლა, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ირმა ჭოლაძისა და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი